დასახელება:
დამლაგებელი
|
მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ინარჩუნებს წამყვან პოზიციას თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 სთ, შაბათი მოკლე დღე;
** ანაზღაურება: 850 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობის დასუფთავება;
** კაბინეტების, აუდიტორიების, ლაბორატორიების, დერეფნების, კიბის უჯრედების, საპირფარეშოებისა და სხვა დანიშნულების ოთახებისა და სათავსოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
** შენობის დაცლა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნარჩენებისაგან (ნაგვისაგან) და დანიშნულების ადგილზე გატანა;
** სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
შერჩევის ეტაპი:
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა დარეკეთ 555214566 ან გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 26 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, იმეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|