დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
ელვარე
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.
ვეძებთ ელექტრიკოსს, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია დამოუკიდებლად იმუშაოს სხვადასხვა ობიექტზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** კორპორაციული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი მოთხოვნები:
** ელემენტარული ელექტროსქემების/ნახაზების წაკითხვის უნარი;
** 220V და 380V სისტემებთან უსაფრთხოდ მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრომოწყობილობების სწორად შეერთება და ექსპლუატაცია;
** ძაბვის შესაბამისად სწორი მონტაჟის ცოდნა;
** მომხმარებლისთვის რეკომენდაციების მიცემა ტექნიკურ საკითხებზე.
დამატებითი მოთხოვნები:
** განათლება — პროფესიული ან უმაღლესი (ელექტრო მიმართულებით);
** სერიოზული დამოკიდებულება უსაფრთხოების წესების მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე vacancy@elvare.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|