Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645312&print=yes&view=jobs
 
პროგრამირების მასწავლებელი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამირების მასწავლებელი
მომწოდებელი: Next Step Academy
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"Next Step Academy" აცხადებს ვაკანსიას პროგრამირების მასწავლებლის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

"Next Step Academy" ეძებს პროგრამირების მასწავლებელს ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში და ზუგდიდში.მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შეასწავლოს პროგრამირების საწყისები. სტუდენტების ასაკობრივი კატეგორია (15-25წლამდე). თითო ჯგუფზე ჩატარდება კვირაში ორი საათ-ნახევრიანი ლექცია.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი და ზუგდიდი.
** სამუშაო განრიგი: თითო ჯგუფზე კვირაში ორი საათ-ნახევრიანი ლექცია

პოზიციის მოვალეობები:

** სტუდენტებისთვის სასწავლო სილაბუსის შექმნა
** ყოველკვირეული ლექციების ჩატარება
** სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი
** სტუდენტების ტესტირება

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** პროგრამირების გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** სწავლების გამოცდილება პლუსია

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა
** კარგი ახსნის უნარი
** შედეგებზე ორიენტირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე hr@nextstepacademy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია