დასახელება:
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დომუს დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
"დომუს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის (CRM) თანამდებობაზე.
პოზიციის მიმოხილვა და ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი (CRM მენეჯერი) პასუხისმგებელია კომპანიასა და მობინადრე/კლიენტებს შორის ეფექტიანი, გამჭვირვალე და კმაყოფილებაზე ორიენტირებული ურთიერთობის უზრუნველყოფაზე. როლის მიზანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება კომპანიის მიმდინარე და დასრულებული პროექტების ფარგლებში, მათ შორის ინფორმაციის დროული მიწოდება, შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება, საჩივრებზე რეაგირება და ბინის ჩაბარების პროცესის მხარდაჭერა.
პასუხისმგებლობები:
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმოება და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიმდინარე და დასრულებული პროექტების მობინადრეებთან კომუნიკაციის გეგმის/პროცედურის შემუშავება, განახლება და მათი დროული ინფორმირება.
** კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
** მომხმარებელთა შეკითხვებზე, საჩივრებზე დროული რეაგირება და პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტის გზების ძიება, შესაბამის შიდა სტრუქტურებთან კოორდინაცია და პერმანენტული რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან;
** მომხმარებლების კუთვნილ ქონებასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
** მშენებარე ობიექტებზე ვიზიტი, და შიდა სამუშაოების დასრულების შემდგომ, ბინის საბოლოო ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.
** კლიენტთან ურთიერთობა - ბინის ჩაბარებამდე და ჩაბარების პროცესის სრულფასოვანი მხარდაჭერა.
** საჭიროების შემთხვევაში CRM პლატფორმის დანერგვის პროცესის მართვა და მისი შემდგომში ოპტიმიზაციის და განახლების კოორდინაცია.
** პროექტის მენეჯერებთან მჭიდრო კავშირი და საჭიროებისამებრ ობიექტებზე რეგულარული ვიზიტები.
** ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** შესაბამის სფეროში მიღებული უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი).
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის ან გაყიდვების მიმართულებით; უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე — როგორც წერით, ასევე ვერბალურ კომუნიკაციაში; დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@domusi.com არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივლისისა.
გთხოვთ, ელფოსტის სახელის ველში მიუთითოთ: "CRM/06.2025".
კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს დომუს ჯგუფი, მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან დაკავშირებით და დასაქმების გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია Domus-ის მიერ დამუშავებული საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: career@domusi.com
|
|
|
|