Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645296&print=yes&view=jobs
 
ცხელი კერძების მზარეული - კაჭრეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი კერძების მზარეული
მომწოდებელი: ამბასადორი კაჭრეთში
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სასტუმრო "Ambassadori Kachreti Resort"-სთვის ვეძებთ ცხელი კერძების მზარეულს.

ადგილმდებარეობა: კახეთი, პრემიუმ კლასის სასტუმრო კომპლექსი
დასაქმების ტიპი: სრულგანაკვეთიანი (გრძელვადიანი)
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე / 2 დასვენება
ანაზღაურება: 1800₾

ძირითადი მოვალეობები:

** ქართული და ევროპული ცხელ კერძების მომზადება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
** შეფ-მზარეულთან კოორდინაციით ყოველდღიური მენიუს შესრულება
** პროდუქციის წინასწარი დამუშავება, შენახვის პირობების დაცვა და ხარისხის კონტროლი
** სამზარეულოში ჰიგიენის მაღალი დონე
** სამზარეულოს გუნდთან ეფექტური და შეთანხმებული მუშაობა

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მზარეულად ცხელ კერძებზე, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ სამზარეულოში
** კულინარიული სტანდარტების და ტექნოლოგიური ბარათების ცოდნა
** სწრაფად და სუფთად მუშაობის უნარი დატვირთულ რეჟიმში
** ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა და მათი მუდმივი დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიონალიზმი

ჩვენ გთავაზობთ:

** საცხოვრებელი სასტუმროს ტერიტორიაზე
** სამჯერადი კვება
** სამედიცინო დაზღვევა
** განვითარებაზე ორიენტირებული, სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა სასტუმროს კულინარიულ გუნდში

თუ გსურს გახდეთ პროფესიონალი გუნდის ნაწილი და მუშაობდეთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში — გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@smartsupport.ge ან დაგიკავშირდებით ნომერზე: 500507506
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია