დასახელება:
რენტგენოლოგი
|
მომწოდებელი:
ვიანი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"სს ვიანი" აცხადებს ვაკანსიას რენტგენოლოგის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ჯავახიშვილის 83ა
ძირითადი მოვალეობები:
** რენტგენოგრაფიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) და სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების ჩატარება;
** სამედიცინო გამოსახულებების ინტერპრეტაცია და დიაგნოსტიკა;
** დეტალური რადიოლოგიური დასკვნების მომზადება;
** პაციენტების კონსულტაცია და გამოკვლევების შედეგების განმარტება;
** მკურნალ ექიმებთან თანამშრომლობა დიაგნოზის დადგენასა და მკურნალობის გეგმის შემუშავებაში;
** რადიოლოგიური აპარატურის გამოყენება და ზედამხედველობა;
** რადიაციული უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში (რადიოლოგია) სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივლისი, 2025 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://vian.health/ka/career/?careerId=501
"სს ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|