დასახელება:
ექოსკოპისტი
|
მომწოდებელი:
ვიანი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"სს ვიანი" აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ჯავახიშვილის 83ა
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება;
** მაღალი ხარისხის სამედიცინო გამოსახულებების მიღება და შენარჩუნება;
** ულტრაბგერითი კვლევის შედეგების პირველადი ინტერპრეტაცია;
** ექოსკოპიური კვლევის მონაცემების დოკუმენტაცია;
** პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი მომზადება პროცედურისთვის;
** ულტრაბგერითი აპარატურის გამოყენება, მოვლა;
** მკურნალ ექიმებთან თანამშრომლობა დიაგნოზის დადგენის პროცესში;
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ივლისი, 2025 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://vian.health/ka/career/?careerId=454
ან დაგვიკავშირდით: 599 09 65 94
"სს ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|