Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"Gastronome Group"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და რესტორნებით.

"Gastronome Group"-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ბარმენის პოზიციაზე, რომელის ასევე ჩართული იქნება სერვისის ნაწილში.

ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #22;
სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე;
ხელფასი: 1100 ლარი + ბონუსი + თიფსი;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
კვების თანხა.

მოვალეობები:

** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება რეცეპტურის შესაბამისად;
** ბარის სტუმრებთან კომუნიკაცია და მათთვის სასმელების რეკომენდაცია;
** სტუმრების მისალმება და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა;
** მენიუს ცოდნა და პროდუქციის რეკომენდაცია სტუმრებისთვის;
** შეკვეთების მიღება და სამზარეულოს/ბართან ზუსტი კოორდინაცია;
** კერძებისა და სასმელების მოწესრიგებულად მიტანა მაგიდაზე;
** ანგარიშის წარმოდგენა და გადახდის მიღება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სარესტორნე მიმართულებით სერვისის ნაწილში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@gastronome.ge;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებულიკატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე