Робота для біженців з України
ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის თანამდებობაზე საკრედიტო დეპარტამენტის კორპორატიული ბიზნესის დაკრედიტების განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
** კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება;
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
** კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად;
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით;
** ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 26 ივლისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე