Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645240&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას.
"ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო პირობები:

** სახელფასო სარგო: 1336 ლარი - 1472 ლარი (Net)
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:50-18:00 სთ, შაბათი: 09:50-14:00 სთ.
** დასვენება: კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიწოდება მაღაზიებისთვის სატვირთო მანქანის საშუალებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით;
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია D);
** ავტომტვირთავზე მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
** თიმ ბილდინგი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია