Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645233&print=yes&view=jobs
 
მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
კორეული ბრენდი "YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 საათამდე;
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი #158;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციის დამყარება და მათგან უკუკავშირის მიღება;
** უკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელზე ზრუნვა და მოლაპარაკების წარმოება (მათ შორის, წერილობითი/სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრის ჩანიშვნა და/ან კომპანიაში მოსულ მომხმარებელთან დიალოგი), მომხმარებლის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით;
** მომხმარებლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მომხმარებელთა საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი;
** მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად, შემუშავებული ანალიტიკური ინფორმაციის შესაბამის შიდა სამსახურებთან გაზიარება/კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შესახებ მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკის წარმოება და ანგარიშგება;
** მომხმარებელზე ზრუნვის საუკეთესო პრაქტიკების კვლევა, ანალიზი;
** მომხმარებელზე ზრუნვის პოლიტიკის/მოდელების შემუშავებასა და ორგანიზაციაში დანერგვაში მონაწილეობა;
** დედლაინით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ხელმძღვანელის წინასწარი ინფორმირება მინიმუმ 4 საათით ადრე;
** სამუშაო საათებში ნებისმიერ დროს კომუნიკაციის შესაძლებლობა, კონტაქტზე ყოფნა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ მიმდინარე ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელებისაგან მიღებული დავალებების პირნათლად და ოპერატიულად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პროფესიული ცოდნა კომუნიკაციების, მოლაპარაკებების უნარების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (სასურველია B2 დონე);
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@yoyoso.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "YOYOSO" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია