Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645228&print=yes&view=jobs
 
ავტოპარკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: 5-დღიანი სამუშაო კვირა

მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო რესურსის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის გეგმური და არაგეგმური ტექდათვალიერების ზედამხედველობა/მონიტორინგი;
** საწვავის განაწილების მონიტორინგი;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების, მათ შორის ექსელის ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 13 ივლისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ავტოპარკის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია