Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645225&print=yes&view=jobs
 
შიდა ლოგისტიკის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში შიდა ლოგისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ, პირველი ჩიხი, N1

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა ლოჯისტიკის პროცესების დაგეგმვა და განხორციელება;
** შეკვეთების გადახარისხება და დაგეგმვა;
** შეკვეთების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალური მარშრუტიზაცია;
** შიდა ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** პერიოდული ანგარიშგების წარდგენა უშალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავსი მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 13 ივლისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ქუთაისში შიდა ლოჯისტიკის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია