Робота для біженців з України
სასტერილიზაციოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტერილიზაციოს თანამშრომელი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სასტერილიზაციოს თანამშრომელი.

მოთხოვნები: საშუალო ან უმაღლესი განათლება.

ძირითადი მოვალეობა:

** სასტერილიზაციოში დამზადებული სახარჯი მასალის დეპარტამენტებზე გაცემა
** საოპერაციო იარაღების დაპაკეტება
** ავტოკლავთან მუშაობა, საოპერაციო იარაღების გასტერილება
** სასტერილიზაციოს ზონირების პრინციპის დაცვა
** სასტერილიზაციო კაბინეტის დასუფთავება სათანადო წესისი დაცვით

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერი
** პასუხისმგებლობის მქონე
** პუნქტუალური
** საქმეზე ორიენტირებული

სამუშაო გრაფიკი: სრული
ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე Vacancy.Surgery@aversi.com.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივლისი

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სასტერილიზაციოს თანამშრომელი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე