დასახელება:
მარკეტინგისა და კორპორაციული კომუნიკაციების ასისტენტი
|
მომწოდებელი:
იმპექსი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.
დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და კორპორაციული კომუნიკაციების განყოფილების ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** მარკეტინგის განყოფილების დოკუმენტაციის მართვა და დაარქივება;
** ქსელის POS და სარეკლამო ვიზუალების განახლებაზე დამზადებასა და განთავსებაზე ზრუნვა, დიზაინერთან კომუნიკაცია;
** კომპანიის მარკეტინგულ ღონისძიებებში და პროექტების დაგეგმარებაში ჩართულობა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო სააგენტოებთან, სტამბებთან და სხვა კონტრაქტორებთან ურთერთობა, დავალების მიცემა, ფასთა კოტირება, სამუშაოს განხორციელების შესრულების კოორდნირება;
** სოციალურ ქსელებში განსათავსებელი პოსტებისთვის კონტენტის შექმნაში მხარდაჭერა;
** მარკეტინგული კვლევების განხორციელებაში ჩართულობა;
** ვების ადმინისტრირებაში მხარდაჭერა (კონტენტის განახლება, და ა.შ.);
** სხვა დამატებითი მარკეტინგული დავალებები მარკეტინგისა და კორპორაციული კომუნიკაციების განყოფილების მენეჯერების მხრიდან;
** ყოველთვიური სტატუს რეპორტის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** სასურველია, სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, კორპორაციული კომუნიკაციების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა;
** სასურველია META ADS manager-თან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ივლისი, 2025წ.
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|