დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ჰიბრიდული (40 სთ/კვირაში); თბილისი, ფონიჭალა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულისა და შესაფუთი მასალების შესყიდვის განხორციელება კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად
** მომწოდებლებთან კონტრაქტების მომზადება, გადახედვა და დასრულება, სამართლებრივი მოთხოვნების სრული დაცვით
** კონტრაქტების ვადების მონიტორინგი და მომწოდებლის ინფორმაციის განახლება
** ფასების კვარტალური განახლება და მოლაპარაკებები მომწოდებლებთან საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით
** ხარისხის გადახრების მართვა და პრეტენზიების განხილვა კორექტიული ქმედებების კოორდინაციით
** პროდუქტიულობის გაუმჯობესების პროექტებში მონაწილეობა და ტესტირების შედეგების მონიტორინგი
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა, ფასების ფორმულირება და ხარჯების ანალიზი
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება, ხელმოწერა და არქივირება შიდა და გარე რეგულაციების შესაბამისად
** ახალი მომწოდებლების მოძიება და დამტკიცება კორპორაციული სტანდარტების დაცვით
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში
** სამუშაოს კოორდინაციისა და ორგანიზების უნარ-ჩვევები
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი როგორც წერილობით, ასევე ზეპირად
** შედეგების მიღწევასა და თვით-განვითარებაზე ორიენტირება
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
რას გთავაზობთ?
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში
** უწყვეტი სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა "პეპსიკოს" უნიკალური რესურსების გამოყენებით
** კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი (ანაზღაურება და ბენეფიტები)
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 ივლისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|