Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645199&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
** ოპერაციული სისტემების MS Windows 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** თანამშრომლების დისტანციური მხარდაჭერა
** პერიფერიული მოწყობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** IP ტელეფონების კონფიგურირება;
** რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების MS Windows 10 სრულყოფილი ცოდნა;
** IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** სასურველია CompTIA A+ სერტიფიკატი

უნარ-ჩვევები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge

ვაკანსიის კანდიდატთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "IT Specialist".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია