დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
PODSY
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
მაღაზიათა პრემიუმ ქსელი "PODSY" ეძებს ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე!
გაქვს კომუნიკაციის უნარი და გინდა დინამიკურ, სტაბილურ და მეგობრულ გარემოში მუშაობა?
წარმოდგენილნი ვართ 15-მდე ლოკაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, ამჟამად ვაკანსია გამოცხადებულია: პოლიტკოვსკაიას 33 და მუხრან მაჭავარიანის 7 (ლისი)
რას გთავაზობთ?
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** მოქნილი გრაფიკი (9:00-დან-17:30-მდე ან 17:30-დან 02:00-მდე), კვირაში 4-5 სამუშაო დღე
** მე-13 ხელფასი
** მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** მხარდაჭერა მენეჯმენტის მხრიდან
თქვენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და ადმინისტრირება
** ვიტრინების მოწესრიგება, ვარგისიანობისა და ფას-მაჩვენებლების მონიტორინგი
** სალაროს ოპერაციების მართვა
რას ველით თქვენგან?
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
გაიცანი ჩვენი სტილი და გარემო: PODSY Instagram
დაინტერესდით? გადმოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: kenuqidze@podsy.ge
გახდი "PODSY"-ს წარმატების ნაწილი - აქ, სადაც შენი კარიერა იწყება!
|
|
|
|