Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: შავი ბუ
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"შავი ბუ" წლებია მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს. პროდუქციის შესაქმნელად კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მასალებს, რის მეშვეობითაც იქმნება უნიკალური ნივთები.

ბრენდის უკეთესად გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს ან დაათვალიეროთ Facebook და Instagram გვერდები:

Website: https://www.ajhandmade.ge
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61552552861190&mibextid=ZbWKwL
Instagram: https://www.instagram.com/shavibu_blackowl?igsh=MTVyb2thZ25qcGhweg==

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
** პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** მომხმარებლისათვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** გაყიდული პროდუქციის სისტემაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო განრიგი:

** ნახევარი ან სრული განაკვეთი.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 800 ლარი;
** ბონუსი - მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში;
** დამატებითი ბონუსი კატეგორიების გეგმების შესრულების შემთხვევაში.

ადგილმდებარეობა:

** ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი".

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: aj.handmade.aj@gmail.com

ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე