Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645139&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვეი ლოჯისტიკ
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"გრინვეი ლოჯისტიკი" არის სრულმასშტაბიანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკის სრულ ციკლს ჩინეთში, ევროპაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. კომპნია დაარსდა 2012 წელს და დღეის მდგომარეობით ფლობს ფილიალს სლოვაკეთში და საწყობს ჩინეთში. მომავალში იგეგმება საწყობების გახსნა ევროპაშიც. გახსნის პროცესშია საწყობი ლილოში, სადაც "გრინვეი ლოჯისტიკი" განახორციელებს ოპერირებას.
ლოგისტიკის ინდუსტრიაში "გრინვეი ლოჯისტიკს" უკავია მოწინავე პოზიცია და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და ინოვაციურ სტანდარტებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში.

უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: https://www.gwl.ge/

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს შვილობილი კომპანიისთვის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, ბაზაში დამატება და ბაზის მუდმივი განახლება;
** კომპანიის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სერვისების კლიენტებისთვის შეთავაზება, წარდგენა და გაყიდვა;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთანხმების გაფორმება და მათი შესრულების მონიტორინგი;
** CRM-ის ERP სისტემაში შეკვეთის გაფორმება და ტვირთის მონაცემების დროულად და ზუსტად შეყვანა, განაცხადის გადაგზავნა ლოგისტიკური სამსახურისთვის;
** კლიენტის მხრიდან თანხის ჩარიცხვის შემოწმება და მართვა;
** ბაზრის ანალიზი: კონკურენტების კვლევა, ფასების დადგენა, მოთხოვნის ანალიზი;
** მომხმარებელთა პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
** კომპანიის ბრენდის პოპულარიზაცია და დადებითი იმიჯის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office) სამომხმარებლო დონეზე;
** სასურველია CRM-ის ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** კლიენტზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე 595 117 136, ან გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: vacancy@gwl.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "გრინუეი ლოგისტიკი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია