დასახელება:
გრუმერი
|
მომწოდებელი:
ZooLife +
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"ZooLife" ეძებს პროფესიონალ გრუმერს (შინაური ცხოველების მოვლის სპეციალისტი), რომელიც მზად არის შეიტანოს სისუფთავე, სილამაზე და სითბო ჩვენი ოთხფეხა კლიენტების ყოველდღიურობაში.
მდებარეობა: თბილისი
თუ გიყვარს ცხოველები, გაქვს ამ სფეროში გამოცდილება და პასუხისმგებლობით ეკიდები საკუთარ საქმეს - მაშინ ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
** შინაური ცხოველების პროფესიონალური დაბანა, ბალნის გაკრეჭა და დავარცხნა;
** ჰიგიენური და დეკორატიული გრუმინგი ცხოველის ტიპისა და მეპატრონის მოთხოვნების შესაბამისად;
** ცხოველებთან რბილი და სტრესისგან თავისუფალი ურთიერთობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცისა და იარაღების სისუფთავის დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა მეპატრონეებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება გრუმინგის სფეროში;
** შინაურ ცხოველებთან კომფორტული და მეგობრული ურთიერთობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
** პროფესიონალიზმი, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ZooLife:
** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული ხელფასი + ბონუს სისტემა);
** პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის მუდმივი მხარდაჭერა;
** თანამედროვე აღჭურვილობა და სრულად მოწყობილი სამუშაო სივრცე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:geozoolife@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ZooLife-ის ოფიციალურ სოციალურ ქსელებზე.
|
|
|
|