Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645092&print=yes&view=jobs
 
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშოების 1 კატეგორიის ინჟინრის თანამდებობაზე.

თანამდებობრივი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** პროფილით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ფლობა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: - MS Office (Word, Excel, PowerPoint), MS Outlook;
** პროგრამა GIS;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების ელექტრომომარაგების და საზოგადოების ქსელის (რეკონსტრუქციის) პროექტირება, ტექნიკური ნორმების გათვალისწინებით;
** პროექტების განხილვა შეთანხმებული დროის ფარგლებში, უსაფრთხოების ნორმების და წესების გათვალისწინებით;
** მაქსიმალურად სრული და სარწმუნო ინფორმაციის მოძიება საპროექტო შენობა- ნაგებობების და საკადასტრო ნაკვეთების შესახებ, შესაბამისი სამსახურების გამოყენებით;
** პროექტების შემოწმება და გადატანა "გის`-ში, ზედ ხაზოვანი ნაგებობების დაფიქსირება, მანძილების გაზომვა და დადგენა რუკების მიხედვით ასევე ადგილზე გასვლით, ემპირიული ფორმულებით მიღებული შედეგების გათვალისწინებით (ძირითადად საჰაერო ხაზებზე) ყველა ძაბვის ქსელის მომხმარებლებისათვის;
** საზოგადოების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და აბონენტების განცხადებებიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უსაფრთხოების ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პროექტის კორექტირებისათვის საჭირო ოპტიმალური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება იმ შემთხვევებში, როდესაც მონაცემები არ ემთხვევა ახალ მისაერთებელ ობიექტებზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას;
** შესრულებული პროექტების შემდეგი დოკუმენტაციის მომზადება: ხაზობრივი ნაგებობების და საპროექტო შენობა-ნაგებობების ნახაზები, განმარტებითი ბარათი და ფოტო მასალები. (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება, შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების სამსახურებრივი დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით: vakansia@telasi.ge 2025 წლის 09 ივლისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია