Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=645084&print=yes&view=jobs
 
დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე, ფინანსურ დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი
დასაქმების ხანგრძლივობა: 3 თვე (საჭიროების შემთხვევაში, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით)

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიულ და საცალო კლიენტებთან კომუნიკაცია დავალიანების საკითხებზე;
** კორპორატიული პოლისების პროგრამული ვიზირება;
** ასანაზღაურებელი ზარალებისთვის დებიტორული სტატუსის მინიჭება;
** კომუნიკაცია კლიენტებთან დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით შემოსულ ზარებზე;
** დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპანიის თანამშრომლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საბანკო მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (მათ შორის Excel-ის) ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ხარვეზების იდენტიფიცირების უნარი;
** დამოუკიდებლობა საქმეში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 02 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია