დასახელება:
მიწოდების აგენტი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=526
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში მიწოდების აგენტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** მიღებული შეკვეთის მიხედვით სამუშაო დღის დაგეგმვა;
** გამოწერილი ინვოისების საფუძველზე, კომპანიის ძირითადი საწყობიდან პროდუქციის აღება, საქონლის ადგილზე დათვლა და ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** საწყობიდან აღებული პროდუქციის სადისტრიბუციო მანქანაში სწორად და ოპტიმალურად განაწილების უზრუნველყოფა;
** კლიენტებისთვის შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე მიტანა, მანქანიდან პროდუქციის ჩამოტვირთვა და ადგილზე დასაწყობების უზრუნველყოფა;
** ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი სალარო ოპერაციის შესრულება და სალაროს ქვითრის ამობეჭდვა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებისგან შეკვეთის აღება და დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში დაუგეგმავი (სწრაფი) შეკვეთების მიღება და პროდუქციის კლიენტისთვის ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სალარო აპარატის დახურვა და მოლარე-ოპერატორისთვის კლიენტის საიდენტიფიკაციო კოდის და მოგროვილი თანხის ერთად მიწოდება.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|