დასახელება:
ანალიტიკისა და რეპორტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალფა დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტებისა და პროცესების ზედმიწევნით ცოდნა;
** ანალიტიკისა და რეპორტინგის სამსახურის სტრატეგიის დაგეგმვაში უშუალო მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** საანგარიშო პერიოდში მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
** მონაცემების დამუშავება და რეპორტინგის წარმოება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
** წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;
** გაყიდვების შედეგების დათვლა, შედეგებზე დაყრდნობით ბონუსების და საკომისიოების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|