Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, პეტრე ქავთარაძის #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 სთ - 18:00 სთ, შაბათი: 10:00 სთ - 16:00 სთ.
ანაზღაურება: 1100-1200 ლარი (ფიქსირებულს + ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება (განახლება);სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** FIFO -ს სტანდარტების დაცვა;
** ყოველდღიური ფოტო - რეპორტი დადგენილი წესითა და ფორმატით;

მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ინფორმაცია ბმულზე: https://foodservice.selfrecruit.ge/s/A7iN
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე