დასახელება:
მუშა
|
მომწოდებელი:
სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო.
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** დაკისრებული დავალებების მაღალი პასუხისმგებლობით შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართული ენის გამართული ფლობა, რუსული (სასურველი).
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაოების დაწყებამდე, სამუშაო ადგილის მომზადება შემდგომი პროცესისთვის;
** სამშენებლო მასალების დატვირთვა-გადმოტვირთვა;
** შესაბამისი დანადგარებისა და აღჭურვილობის მართვა (მაგ: ხერხები, დრელები, პნევმატური ჩაქუჩები და ა.შ).
** ცემენტის, ქვიშისა და წყლის შერევა ბეტონის შემრევით, ბეტონის დაყენება, ჩასხმა, გასწორება და ფორმირება;
** სამუშაო ზონებთან მოძრავი ტრანსპორტის კონტროლი ნიშნების, ბარიერებისა და საგზაო კონუსების გამოყენებით;
** ორმოების გაკეთება ნიჩბების, წერაქვებისა და პნევმატური ჩაქუჩების გამოყენებით;
** სამშენებლო ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის სათანადო მოვლა;
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა;
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az;
ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 25.07.2025
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|