Робота для біженців з України
მრეცხავი-დამლაგებელი - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მრეცხავი-დამლაგებელი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მრეცხავი-დამლაგებლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობა;
** სამუშაო დროის სწორად და ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობა და პრობლემური საკითხების გააზრების შესაძლებლობა;
** საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მუშაობის უნარი;
** ქართული ენის გამართული ფლობა, რუსული (სასურველი).

ძირითადი მოვალეობები:

** დროულად და ხარისხიანად შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;
** სამუშაოების შესრულებისას ჩაიცვას უნიფორმა, გამოიყენოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესასრულებლად საჭირო ტექნიკური საშუალებები და ინვენტარი.
** სამუშაოს შესრულებისას, სარეცხი/ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს აუცილებლად დაიცვას უსაფრთხოების წესები;
** ვალდებულია ყოველდღიურად უზრუნველყოს თანამშრომელთა მიერ სამუშაო პროცესებისას გამოყენებული უნიფორმების შეგროვება, მათი აღრიცხვა შესაბამის ფორმაში, სარეცხი მანქანით დროული გარეცხვა, გაშრობა და თანამშრომლებზე დადგენილ ვადებში გაცემა.
** სისტემატიურად გააკონტროლოს სარეცხი და საშრობი მანქანების ფუნქციების გამართულობა, რაც გულისხმობს: შესაბამისი ტემპერატურის დაყენებას, ბრუნვის სიჩქარის, წყლის მიწოდების, ქაფის რაოდენობის, აგრეთვე დამატებითი რეჟიმების - გაწურვა/ გავლების მონაცვლეობას;
** სარეცხი და საშრობი მანქანების გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის უშუალო უფროსს.
** სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, სისტემატიურად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო უფროსს, ასევე დროულად აცნობოს სამუშაო პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
** ვალდებულია უზრუნველყოს მასზე განკუთვნილი შენობა-ნაგებობის (სამუშაო ოთახების, დერეფნების და დამატებითი ფართების (სველი წერტილების ჩათვლით) დასუფთავება, დალაგება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად;
** პერიოდულად დაასუფთაოს ფანჯრის მინები, რადიატორები, ავეჯი და სხვა ინვენტარი;
** სისტემატიურად დაცალოს ნაგვის ურნები, უზრუნველყოს შეგროვილი ნაგვის სეგრეგაცია და სპეციალიზებულ ნაგვის ყუთებში განთავსება;
** უზრუნველყოს სველ წერტილებში პირველადი სამეურნეო საქონლის (საპონი, ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცი) სისტემატიური შევსება;
** დაესწროს უშუალო უფროსის მიერ ორგანიზებულ შეკრებებს;
** საჭიროებისას დაესწროს ტრენინგებს, შეინარჩუნოს ან/და განაახლოს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის დონე და უნარები;

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა); (მიმდევრობით 4 კალენდარული დღე მუშაობა, შემდგომ 4 კალენდარული დღე დასვენება);
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az;
ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 25.07.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე