Робота для біженців з України
ტვირთის მომსახურების ოფიცერი - ხობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტვირთის მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ტვირთის მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად ანალიზისა და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული, შრომისმოყვარე და აქტიური;
** ადაპტაციის უნარი;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნებით და საზღვაო ტანკერებით მიღებული ტვირთის (ნავთობპროდუქტების) სახეობებისა და მოცულობების შესახებ ინფორმაციის მომზადება საბაჟო ორგანოებთან წარსადგენად;
** ფაქტობრივად მიღებული პროდუქციის დეკლარაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება დადგენილი წესების შესაბამისად და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
** შემოსული პროდუქციის შესახებ ჩანაწერების წარმოება/აღრიცხვა,
** კლიენტისაგან მიღებული დატვირთვის ინსტრუქციის (LDI) გათვალისწინებით ტვირთის თაობაზე კონოსამენტებისა და მანიფესტების მომზადება და დასადასტურებლად კლიენტისთვის წარდგენა. ტვირთთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება და კლიენტისათვის დროულად მიწოდება.
** საბაჟოს მონაცემთა ავტომატური სისტემიდან მიღებული ვაგონ-ცისტერნების შესახებ ინფორმაციის ამოღება;
** ხელმოწერილი კონოსამენტებისა და მანიფესტების კონტრაქტორ კომპანიასთან გაგზავნა შემდგომში ტრანზიტული დეკლარაციების მომზადების მიზნით;
** საბაჟო ორგანოში ტრანზიტული დეკლარაციების, კონოსამენტებისა და მანიფესტების გადაგზავნა;
** აგენტირებადი გემების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** სავაჭრო სამრეწველო პალატაში დოკუმენტების გაგზავნა და დატვირთულ პროდუქტებზე წარმოშობის სერტიფიკატის მიღება;
** წარმოშობის სერტიფიკატების კლიენტებისთვის გაგზავნა;
** დოკუმენტების დედნების მომზადება და კლიენტებისთვის გადაგზავნა;
** ჩანაწერების სწორად უზრუნველყოფის ორგანიზება.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა); (მიმდევრობით 4 კალენდარული დღე მუშაობა, შემდგომ 4 კალენდარული დღე დასვენება);
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az;
ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 25.07.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე