Робота для біженців з України
მძღოლი - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B, C, D, E კატეგორიების მართვის მოწმობის ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ზეპირი ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** ენების ცოდნა: ქართული ენის გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი).
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის სწორად და ეფექტურად მართვის უნარი;
** მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** შეასრულოს მძღოლის მოვალეობები და მართოს იმ ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, რომლის ექსპლუატაციის უფლებამოსილებაც გააჩნია;
** მუშაობის დაწყებამდე მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება;
** მუშაობის პროცესში დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს ავარიული მდგომარეობის თავიდან აცილება;
** დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სამსახურის უფროსისგან ან/და დისპეჩერისგან მიღებული დავალებები;
** სისტემატიურად აკონტროლოს მასზე განპიროვნებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;
** სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს.
** გაუფრთხილდეს სამუშაო პროცესში საჭირო ტექნიკასა და ინსტრუმენტებს, გამოყენების შემდეგ შეამოწმოს, გაწმინდოს და შეინახოს დადგენილი წესების შესაბამისად;
** ტრანსპორტის გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სამუშაო პროცესში წამოჭრილი პრობლემების, აღმოჩენილი ხარვეზების, დეფექტებისა და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მარაგ-ნაწილების თაობაზე;
** დროულად უზრუნველყოს სარემონტო და შეკეთებითი სამუშაოების ჩატარება;
** კომპანიის ტერიტორიასა და მიმდებარე უბნებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობისას დაიცვას კომპანიაში მოქმედი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესები;
** მიღებული დავალებებისა ან/და სხვა ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისა და საწვავის ხარჯვის თაობაზე სისტემატიურად მიაწოდოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია უშუალო უფროსს;
** სატრანსპორტო საშუალება არ მართოს დისპეჩერისგან მიღებული სატრანსპორტო საგზურის გარეშე;
** ყოველდღიურად დაესწროს დეპარტამენტის მენეჯერთან და უშუალო უფროსთან შეკრებას;
** საჭიროებისას დაესწროს ტრენინგებს, შეინარჩუნოს ან/და განაახლოს აუცილებელი ცოდნის დონე და უნარები;

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az;
ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 25.07.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე