Робота для біженців з України
ნავსადგურის ოპერაციების კოორდინატორი - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნავსადგურის ოპერაციების კოორდინატორი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ნავსადგურის ოპერაციების კოორდინატორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (უპირატესია საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებით).
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ნავსადგურის ოპერაციებში.
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური ენების გამართულად ფლობა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მართოს ნავსადგურის გუნდის ყოველდღიური საქმიანობა;
** უზრუნველყოს არხის ყოველდღიური სარემონტო სამუშაოების შესრულება, რათა ნავსადგურის მისასვლელ არხსა და აკვატორიაში საჭირო სიღრმეები შენარჩუნდეს;
** უზრუნველყოს პერიოდული სიღრმის საზომი სამუშაოების განხორციელება ნავსადგურის მისასვლელ არხსა და აკვატორიაში;
** არსებული სიღრმეების გათვალისწინებით, მოამზადოს სამუშაო გეგმა მიწახაპია გემის და მიწისმწოვი დანადგარის ოპერირებისათვის გემის კაპიტანთან და ოპერატორთან ერთად;
** აკონტროლოს ნავსადგურის ფლოტის ყოველდღიური საქმიანობა (სამუშაო დრო, პროდუქტიულობა, შესრულება და სხვ.);
** განახორციელოს ნავსადგურის დეპარტამენტის მარაგნაწილების რეესტრის პერიოდული გადახედვა და უზრუნველყოს, რომ საჭირო სათადარიგო ნაწილები, მოხმარებადი მასალები და მარაგები ხელმისაწვდომია ფლოტისა, ხომალდების და გემების მოძრაობის საკონტროლო სისტემის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
** თვეში ერთხელ განახორციელოს გემების საწვავის აუდიტი და უზრუნველყოს ფლოტის დროული მომარაგება საწვავითა და საპოხი მასალებით;
** პერიოდულად განახორციელოს ინვენტარიზაცია და მოამზადოს ანგარიში მენეჯმენტისთვის წარსადგენად;
** უზრუნველყოს ნავსადგურის დეპარტამენტის წევრთა ჩართულობა კომპანიის პოლიტიკებსა და პროცედურებში ყოველდღიური თათბირებისა და უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარებით;
** განახორციელოს ნავსადგურის დეპარტამენტის პროცედურების პერიოდული გადახედვა და უზრუნველყოს, რომ ყველა პროცედურა განახლებულია და საჭირო ცვლილებები განხორციელებულია;
** იმოქმედოს როგორც ტერიტორიის ზედამხედველი პირი ნავსადგურის მისასვლელ არხში და აკვატორიაში მიმდინარე სამუშაოების განხორციელებისას და უზრუნველყოს უსაფრთხო ოპერაციული სისტემის წესების შესრულება;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველკვირეულ ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაგეგმვის შეხვედრებში და უზრუნველყოს ფლოტის პრევენციული და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დროული განხორციელება;
** შეინარჩუნოს მჭიდრო კომუნიკაცია ნავსადგურის, საკლასიფიკაციო საზოგადოების, გემის დროშის ადმინისტრაციის და სხვა შესაბამის ორგანოებთან ნავსადგურის საქმიანობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ითანამშრომლოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტთან და მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლების შერჩევისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში;
** შტორმული ზღვის პირობებში უზრუნველყოს ფლოტის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას;
** აკონტროლოს ნავსადგურის დეპარტამენტის ბიუჯეტი და უზრუნველყოს დაგეგმილ ბიუჯეტთან შესაბამისობა;
** უზრუნველყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (ISM) მოთხოვნების დანერგვა და უწყვეტი გაუმჯობესება მიწახაპია გემ "მარიან ბ"-ზე;
** უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალის მიერ ყველა საჭირო და პრევენციული ტექნიკური სამუშაობის განხორციელება VTS აღჭურვილობაზე;
** უზრუნველყოს, რომ ფლოტის, აღჭურვილობისა და ეკიპაჟის ყველა წევრების სერთიფიკატები არის მოქმედი და დანერგოს მათი მოქმედების ვადის მონიტორინგის სისტემა;
** სისტემაში შექმნას სარემონტო და მომსახურების სამუშაოების შეკვეთები ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სათანადო ტექნიკურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად;
** უზრუნველყოს, რომ გემების მშრალ დოკზე მომსახურების სია შედგენილია კაპიტნებისა და ინჟინრების მიერ და დროულად დაგეგმოს მშრალ დოკზე შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები;
** ჩაატაროს ნავსადგურის დეპარტამენტის თანამშრომლების წლიური საქმიანობის შეფასება განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე;
** უზრუნველყოს, ნავსადგურის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კომპანიის წესების და დისციპლინური ნორმების დაცვა;
** უზრუნველყოს, ნავსადგურის დეპარტამენტის წევრების მიერ ცვლის სწორად გადაცემა;
** დააკვირდეს ამინდის პირობებს და ყოველდღიურად მიიღოს ამინდის პროგნოზი ნავსადგურის ადმინისტრაციასთან სისტემატური კომუნიკაციის გზით;
** საჭიროების შემთხვევაში, გააკონტროლოს სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა და უზრუნველყოს მათი დროული დასრულება;
** მონაწილეობა მიიღოს ცვლილებების მენეჯმენტის პროცესში ნავსადგურის დეპარტამენტის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
** გეგმის შესაბამისად უზრუნველყოს გემების კაპიტნების მეირ პერიოდული საგანგებო სიტუაციების თაობაზე წვრთნების ორგანიზება და ანგარიშები წარადგინონ მენეჯმენტთან;
** დააფიქსიროს ნებისმიერი ინციდენტი, მიიღოს მონაწილეობა ინციდენტის გამოძიებასა და ანგარიშგებაში და გაატაროს პრევენციული ზომები შემთხვევის გამეორების თავიდან ასაცილებლად;
** მოამზადოს კვარტალური და წლიური საქმიანობის ანგარიშები და წარუდგინოს მენეჯმენტს განსახილველად;

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.) - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა;
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 25.07.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე