დასახელება:
ესტაკადის ოპერაციების ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ესტაკადის ოპერაციების ტექნიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ტექნიკური (სასურველია ნავთობის სფეროში);
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი მსგავს პოზიციაზე;
** ტექნიკური უსაფრთხოების და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** ზეპირი და წერილობითი ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** ენების ცოდნა: ქართული ენის გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი).
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** თანამდებობრივი სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ესტაკადის ოპერაციების სუპერვაიზერის მითითებების შესაბამისად;
** სარკინიგზო ვაგონცისტერნების ჩამოტვირთვისთვის საჭირო მოწყობილობების წინასწარი შემოწმება და დროული მომზადება;
** ესტაკადის მილების ტემპერატურის პერიოდული შემოწმება;
** ესტაკადის მილების თერმული გაფართოების გამოსარიცხად მილების წნევისგან განმუხტვის სამუშაოების შესრულება;
** ესტაკადის ირგვლივ არსებული, ნავთობპროდუქტით დაბინძურებული წყლის გამტარი სისტემების გამართულობისა და მზადყოფნის კონტროლი;
** სარკინიგზო ვაგონცისტერნების ჩამოტვირთვის ოპერაციების შესრულება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;
** სამუშაო ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა); (მიმდევრობით 4 კალენდარული დღე მუშაობა, შემდგომ 4 კალენდარული დღე დასვენება)
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 25.07.2025
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|