დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ფიტნეს დარბაზი რეფორმა
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
სპორტული დარბაზების ქსელი "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია აღნიშნულ სფეროში. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, ზუმბა, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებითა და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.
ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.
სპორტული დარბაზების ქსელი "რეფორმა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სპორტ დარბაზის ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სპორტ დარბაზში არსებულ ტექნიკურ ხარვეზებზე დროული რეაგირება და პრობლემის აღმოფხვრა;
** სპორტული დარბაზის მუდმივი მონიტორინგი;
** ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საკუთარი ავტომობილის ფლობა.
უნარები:
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@reforma.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: "ტექნიკოსი".
სპორტ დარბაზი "რეფორმა", მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|