დასახელება:
სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", (www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 100-ზე მეტ ქვეყანაში. (www.primeglobal.net) კომპანია აცხადებს სტაჟირებას აუდიტის დეპარტამენტში.
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სტაჟირება ანაზღაურებადია
რას მიიღებთ სტაჟირების კურსის გავლის შემდგომ:
** ბუღალტრული გატარებების წარმოების ცოდნა;
** პირველადი დოკუმენტაციის სახეობების შესწავლა;
** ფინანსური რეპორტინგის საფუძვლები;
** შიდა ტრეინინგები საგადასახადო და საბუღალტრო პროცესებში;
** პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სფეროს კომპანიებთან.
მოთხოვნები:
** განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური;
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია).
პიროვნული თვისებები:
** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2025 წლის 25 ივლისამდე ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში".
|
|
|
|