Робота для біженців з України
კვების ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების ტექნოლოგი
მომწოდებელი: შვიდი მითი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია "შვიდი მითი" 16 წლიანი გამოცდილების, საკვები დანამატების, საკვები საღებავების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს საწარმოსა და მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიას.

მისი სამუშაო სფერო მრავალფეროვანია:

** ხორცისა და ხორცპროდუქტების, თევზისა და თევზის გადამამუშავებელი წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტი და რეალიზაცია.
** ნახევარ ფაბრიკატების წარმოებისათვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტი და რეალიზაცია.
** არომატიზატორების, საკვებ დანამატების, საკვები საღებავების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.shvidimeat.com

კომპანია "შვიდი მითი" აცხადებს ვაკანსიას კვების ტექნოლოგის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ზემოხსენებულ პოზიციაზე ჩვენ ვეძებთ დამწყებ, მოტივირებულ კანდიდატს (განიხილებიან სტუდენტები მე-3/5 კურსი), რომელსაც მივცემთ განვითარების შესაძლებლობას, რათა მისი წვლილი შეიტანოს ჩვენი კომპანიის წარმატებულ განვითარებაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან სტუდენტი კვების ტექნოლოგიის მიმართულებით.
** ფლობდეს ინფორმაციას კვების ტექნოლოგიაში სახელმწიფო სტანდარტების შესახებ.
** ფლობდეს ინფორმაციას საკვები პროდუქტისა თუ ნედლეულის მომზადება/შენახვის ტექნიკური პირობების შესახებ, კანდიდატის განათლების დონის შესაბამისად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: hr@shvidimeat.com ან დაგვირეკეთ +995 593 930309.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე