დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარაგების თვალყურის დევნება და მართვა. ეს მოიცავს მარაგების ჩანაწერების შენახვას, ფიზიკური მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობას და მარაგების ჩანაწერების ფიზიკურ მარაგებთან შეთავსებას.
** მარაგების სათანადო აღრიცხვა. ეს მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ მარაგები სწორად არის კლასიფიცირებული და შეფასებული, ასევე, რომ მარაგების ტრანზაქციები აღირიცხება IFRS-ის შესაბამისად.
** დაკისრებული სხვა მოვალეობები. ეს შეიძლება მოიცავდეს მარაგების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დავალებებს, როგორიცაა ანგარიშების მომზადება და სხვა დეპარტამენტებისთვის მხარდაჭერის გაწევა.
** კომპანიის ძირითადი საშუალებების თვალყურის დევნება და მართვა. ეს მოიცავს აქტივების ჩანაწერების შენახვას, ფიზიკური მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობას და აქტივების რეესტრის ფიზიკურ მარაგებთან შეთავსებას.
** საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა პროგნოზებთან და ბიუჯეტის დეტალებთან დაკავშირებით.
** შიდა კონტროლის დამყარებაში დახმარება.
** მარაგების ანალიზი და ანგარიშგება.
** კვარტლურ და წლიურ ფინანსურ აუდიტში აქტიური ჩართვა
** ინვენტარიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობა და გამოვლენილი გადახრების ანალიზი და ფინანსური აღრიცხვა
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ჰოსპიტალურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეულად ცოდნა
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
** საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
|
|
|
|