Робота для біженців з України
CRM მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CRM მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის გუნდში CRM მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

** CRM სტრატეგიის შემუშავება და განვითარება;
** მომხმარებელთა ბაზების ანალიზი (პროფილები, სეგმენტები, ქცევა) და მონაცემთა ინტერპრეტაცია;
** CRM სისტემის მართვა: მონაცემთა სისუფთავე, ხარისხი;
** მომხმარებელთა კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა (მეილი, SMS, სოციალური მედია, Push, ა.შ);
** მრავალარხიანი კამპანიების დაგეგმვა / ავტომატიზებული კამპანიების შექმნა, განხორციელება და შეფასება;
** მომხმარებელთა შენარჩუნების/ლოიალურობის სტრატეგიების შემუშავება;
** მომხმარებელთა ქცევისა და აქტივობის ანალიზი;
** ლოიალობის პროგრამის მართვა;
** კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი და ანგარიშგება KPI-ების მიხედვით;
** გაყიდვებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** პარტნიორული პროგრამების მართვა;
** პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნა მომხმარებლის საჭიროებებისა და ქცევის ანალიზის საფუძველზე;
** A/B ტესტირების დაგეგმვა და განხორციელება კამპანიების ოპტიმიზაციისთვის;
** რეგულარული რეპორტების მიწოდება მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებისთვის;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პროექტების მართვის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება ელექტრონული კომუნიკაციის კამპანიების დაგეგმვასა და ანალიზში (email marketing, SMS, push notifications და სხვ.);
** უცხო ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს:https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1834
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე