დასახელება:
სტაჟიორი ბუღალტერიის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია ანაგი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში ბუღალტერიის მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-იდან 6 თვემდე
სტაჟირება ანაზღაურებადია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსების/ბიზნესადმინისტრირების კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** MS Office-ის ცოდნა.
მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში გატარება;
** პარტნიორ კომპანიებთან შედარების აქტების მომზადება;
** სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
სტაჟირების დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დასაქმების პერსპექტივა;
** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|