Робота для біженців з України
საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"Extra"-ში საწყობის დამხმარის ვაკანსია გვაქვს!

"Extra" ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

ძირითადი პირობები:

** ლოკაცია: თემქა, ურეკის ქუჩა;
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, არაუმეტეს 40 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი.

ძირითადი ფუნქციები:

** დატვირთული ავტომობილების დაცლა და პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში;
** კურიერების მიერ, მომხმარებელთან დასარიგებელი პროდუქციის შეგროვება და მომზადება;
** სორტირებული პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე