Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644907&print=yes&view=jobs
 
ბარისტა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: Coffee Batumi
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"Coffee Batumi" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ბარისტა.

თუ გსურთ გაეცნოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გიყვართ ყავა და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით),
სამუშაო საათები: 10:00-19:00,
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის 60

ანაზღაურება: ბარისტა - გამოცდილების მიხედვით (განიხილება დამწყებიც)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს საქმიანობის წარმართვა;
** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** ყურადღებიანი
** პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კარიერულ განვითარებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@grassbatumi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"Coffee Batumi" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია