დასახელება:
მეტყველების თერაპევტი
|
მომწოდებელი:
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი პროსპერო
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 24 ივლისი
|
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრი "პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და დატვირთვის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან/და კომუნიკაცია, ენა, მეტყველების თერაპიაში სერტიფიკატის მქონე პირი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
** ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების თერაპევტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია);
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია)
ძირითადი მოვალეობა:
** ბავშვის/მოზარდის მეტყველების განვითარების შეფასება;
** საჭიროებისამებრ დამატებითი კვლევების დანიშვნა და მულტიგუნდთან ერთად შემთხვევის განხილვა;
** ბავშვთან მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება;
** ბავშვის საკომუნიკაციო და ენობრივ-სამეტყველო უნარებზე მუშაობა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: prosperoclinic@gmail.com 2025 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მეტყველების თერაპევტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|