Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი პროსპერო
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
"პროსპეროს" კლინიკა - შპს "ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი - პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი N4 (მეტრო-სადგურ "უნივერსიტეტის" უკან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე, შაბათი 10:00-დან 15:00-მდე (განიხილება ნახევარი განაკვეთით მუშაობაც).

ძირითადი მოვალეობები:

** ბენეფიციარის დოკუმენტაციის წარმოება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** ბენეფიციარების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია, სალაროს წარმოება;
** დარეგისტრირებული ბენეფიციარების სპეციალისტებთან გადამისამართება, თერაპიების განრიგების მართვა;
** მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ბენეფიციარებისთვის მიწოდება, ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, ადმინისტრაციის ინფორმირება;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და ცენტრის დირექტორის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
** MS Office საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა მინიმუმ A2-B1 დონეზე.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა, კრეატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და  გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 ივლისი, 2025 წელი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: prosperoclinic@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე