დასახელება:
მერჩენდაიზერი საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით
|
მომწოდებელი:
მარშე
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მერჩენდაიზერი (საკუთარი ავტომობილით ან სკუტერით).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული 10:00-18:00 (1 საათი შესვენება)
ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებულია თბილისის მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტებზე, პროდუქციისა და მისი შეფუთვის თაროზე/დახლზე სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების მონიტორინგი;
** პროდუქციის ვადის, ფასისა და თაროზე განთავსების წილის მონიტორინგი;
** სარეკლამო მასალების ეფექტურად გამოყენება (ფასმაჩვენებლები, ვობლერები, სააქციო მასალები);
** სავაჭრო ობიექტებზე ინფორმაციის შეგროვება (კონსულტანტებისგან, მომხმარებლებისგან);
** კონკურენტების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** აქტიური, შრომისმოყვარე;
** საკუთარი სატრანსპორტო საშუალება.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ);
** Fitpass;
** ანაზღაურება: 1200 ₾ (NET);
** საწვავით უზრუნველყოფა;
** ავტომობილის მოვლისთვის ყოველთვიური დანამატი 150 ლარის ოდენობით.
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი "მარშეს" გუნდს!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი".
|
|
|
|