Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644887&print=yes&view=jobs
 
კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: მარშალ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
დეველოპერული კომპანია "მარშალ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას N106
გრაფიკი: სრული (სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე)
ანაზღაურება: 1 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზების რეგულარული დამუშავება;
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** ქვეკონტრაქტორებთან და დაქირავებული გაყიდვების ჯგუფთან ეფექტური და უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხელმძღვანელთან ყოველკვირეული ანგარიშის წარმოება;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გადახდის გრაფიკის კონტროლი;

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ: legal@marshalldevelopment.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კლიენტებთან კომუნიკაციის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია