Робота для біженців з України
დამხმარე მზა პროდუქციის საწყობში - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე მზა პროდუქციის საწყობში
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

კომპანია "ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას მზა პროდუქციის საწყობში დამხმარეს პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით.

პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: 800 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 90 45 85. თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს https://www.facebook.com/extrameat.ge

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე