Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644882&print=yes&view=jobs
 
ასისტენტ-პროფესორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტ-პროფესორი
მომწოდებელი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი აცხადებს ღია კონკურსს ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

კერძო სამართალი: ასისტენტ-პროფესორის - 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი (აკადემიური ნიშნით).

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** განაცხადი (1) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (იხ. მიმაგრებული ფაილი)
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
** შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 19 ივნისიდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 18 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 28 ივლისისა;
** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 1 აგვისტოსა;
** კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 8 აგვისტოსა;
** კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2025 წლის 8 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით;
** დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2025 წლის 18 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისი, წერეთლის ქ. N13, info@cue.edu.ge

ტელ: 558 574 019

1. განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია