დასახელება:
რეზერვი კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
თამოსკინი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"თამოსკინი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სტენდის მოწესრიგება;
** პროდუქციის გაყიდვა;
** მარაგის აღრიცხვა და პერიოდული კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infotamoskin@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მაგ: "რეზერვი - ბათუმი", "რეზერვი - თბილისი" და ა.შ. სხვა შემთხვევაში კანდიდატის რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|