Робота для біженців з України
პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: კოკა-კოლა კახეთი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "კოკა კოლა კახეთი" 2004 წლიდან ოპერირებს საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში ახორციელებს ურთიერთობას სავაჭრო ობიექტებთან და აწვდის მათ სარეალიზაციო პროდუქციას.

"კოკა კოლა კახეთი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის/სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თელავი, ალაზნის გამზირი 99

აუცილებელი მოთხოვნები: მართვის მოწმობა (B კატეგორია)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა;
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** შეკვეთის გაფორმება;
** კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ngogiashvili@hotmail.com, bsharvashidze1972@gmail.com

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (პრისელერი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე