Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=644870&print=yes&view=jobs
 
შიდა პროცესების აუდიტორი - თბილისი, ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა პროცესების აუდიტორი
მომწოდებელი: პარვუს ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
კომპანია "პარვუს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შიდა პროცესების აუდიტორის პოზიციაზე.

შპს "პარვუს ქონსთრაქშენი" წარმოადგენს შპს "პარვუს ჯგუფის" შვილობილ კომპანიას, რომელიც ემსახურება როგორც კომპანიის პროექტების მშენებლობის ფაზას სპეციალური მანქანა-დანადგარებითა და მასალებით, ასევე დამოუკიდებლად ახორციელებს სხვა პროექტებს. კომპანიის სამშენებლო რესურსი იზრდება მოთხოვნისა და ახალი პროექტების შესაბამისად.

ამჯერად, "პარვუს ქონსთრაქშენი" ეძებს კანდიდატს შიდა პროცესების აუდიტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ოზურგეთი-თბილისი;
** სრული განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო და ადმინისტრაციული პროცესების რეგულარული მონიტორინგი და კონტროლი;
** მშენებლობასთან დაკავშირებული შიდა პროცედურებისა და პოლიტიკების შექმნა და მუდმივი განახლება;
** კომპანიის შიდა პროცედურების, პოლიტიკების და სტანდარტების შესრულების მონიტორინგი;
** საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და კონტროლის სისტემების შეფასება;
** სამშენებლო ობიექტებზე აუდიტების განხორციელება - პროცესების შემოწმება რეალურ დროში;
** დადგენილი რეგულარულობით მშენებლობის ობიექტზე, ადგილზე მასალების აღწერა და გადამოწმება მათი სპეციფიკაციებთან, მიწოდების დოკუმენტაციასთან და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
** დადგენილი რეგულარულობით საწყობში არსებული მასალების ინვენტარიზაცია და შედარება მიმდინარე სამშენებლო საქმიანობასთან, რათა დადგინდეს მათ შორის შესაბამისობა, ზედმეტობის ან დეფიციტის შემთხვევები;
** მასალების მიღების, შენახვის და გაცემის პროცესების შეფასება ეფექტიანობისა და კონტროლის თვალსაზრისით;
** თანამშრომლების მიერ პროცესების დაცვის ხარისხის შეფასება და გადახრები პროცედურებისგან;
** აუდიტის შედეგების დეტალური რეპორტის მომზადება და რეკომენდაციების მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** მონიტორინგი და განმეორებითი შემოწმება წინა აუდიტების საფუძველზე მიღებული ქმედებების შესრულებაზე;
** რეკომენდაციების მომზადება შიდა რეგულაციების, პროცედურების, მასალების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის საწყობის აღრიცხვის პოლიტიკის გადახედვა, კონტროლის გამკაცრება ან ციფრული სისტემების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან სხვა შესაბამის სფეროში (სამშენებლო განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შიდა აუდიტში ან სამშენებლო პროცესების ზედამხედველობაში;
** პროფესიული სერტიფიკატები (CIA, ISO Lead Auditor) ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო პროექტების და საოპერაციო პროცესების ცოდნა;
** სასურველია მშენებლობის ნორმატივებისა და რეგულაციების ცოდნა;
** დოკუმენტაციის ანალიზის, რისკების იდენტიფიცირებისა და რეკომენდაციების მიწოდების უნარი;
** შიდა კონტროლებისა და შესაბამისობის სტანდარტების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ფლობა (განსაკუთრებით Excel, Word), აუდიტის/დოკუმენტბრუნვის სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და ობიექტურობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** ძლიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@parvus.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შიდა პროცესების აუდიტორი".

მონაცემების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივლისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "პარვუს ჯგუფი", რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

შპს "პარვუს ჯგუფი" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კომპანია "პარვუს ჯგუფი"გისურვებთ წარმატებებს საკონკურსო შერჩევის პროცესში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია