დასახელება:
კონსტრუქტორი
|
მომწოდებელი:
პარვუს ქონსთრაქშენი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
კომპანია "პარვუს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.
შპს "პარვუს ქონსთრაქშენი" წარმოადგენს შპს "პარვუს ჯგუფის" შვილობილ კომპანიას, რომელიც ემსახურება როგორც კომპანიის პროექტების მშენებლობის ფაზას სპეციალური მანქანა-დანადგარებითა და მასალებით, ასევე დამოუკიდებლად ახორციელებს სხვა პროექტებს. კომპანიის სამშენებლო რესურსი იზრდება მოთხოვნისა და ახალი პროექტების შესაბამისად.
ამჯერად, "პარვუს ქონსთრაქშენი" ეძებს კონსტრუქტორს საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: თბილისი
** განაკვეთი: სრული.
** სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
ძირითადი მოვალეობები:
** ჰიდროტექნიკური და სხვა სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შემუშავება (რკინა-ბეტონის, ფოლადის და სხვა მასალების გამოყენებით);
** სტრუქტურული გათვლების შესრულება რკინა- ბეტონის, მეტალის და სხვა მასალებით;
** საინჟინრო კონსტრუქციული გადაწყვეტების შემუშავება სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად;
** არსებული ჰიდროტექნიკური კონსტრუქციული პროექტების ანალიზი და შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეთავაზება;
** სამშენებლო მოდელირების პროგრამების გამოყენება (AutoCAD, Revit და სხვა);
** პროექტის დოკუმენტაციის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში: სპეციფიკაციები, ტექნიკური აღწერილობები, გამოთვლები;
** მონაწილეობა ტექნიკურ შეხვედრებსა და პროექტის კოორდინაციაში;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** მჭიდრო თანამშრომლობა პროექტში ჩართულ პირებთან;
** საჭიროების შემთხვევაში - არსებული ნაგებობების დიაგნოსტიკა და განმტკიცების რეკომენდაციების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება კონსტრუქციულ ან ჰიდროტექნიკურ ინჟინერიაში;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კონსტრუქციული და ჰიდროტექნიკური ნორმების ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზების შედგენის უნარი;
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა (AutoCAD, Revit, SAP2000, ETABS, LIRA და სხვ.);
** მშენებლობის სტანდარტებისა და კანონმდებლობის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** ძლიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@parvus.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსტრუქტორი".
მონაცემების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივლისი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "პარვუს ჯგუფი", რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.
მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
შპს "პარვუს ჯგუფი" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
კომპანია "პარვუს ჯგუფი"გისურვებთ წარმატებებს საკონკურსო შერჩევის პროცესში!
|
|
|
|